მთავარისიახლეებითუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად -...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

Published on

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს, რომ “დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.“

წიქარიშვილის თქმით, მოლაპარაკებების პროცესს შეგნებულად არ ახმაურებენ, რათა ხელი არ შეეშალოთ, თუმცა, თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ ისქნება, ისევ ხალხის დახმარებაქ დასჭირდებათ.

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტებს მაქსიმუმ 2 თვის ვადაში ელოდებიანამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ…

მოლაპარაკების პროცესს ჩვენ არ ვახმაურებთ იმის გამო რომ ხელი არ შეეშალოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად, – წერს წიქარიშვილი.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები 2 თვეზე მეტი თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავდნენ და შვილებისთვის წამალს ითხოვდნენ.
მოგვიანებით, ისინი ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და წამლის შემოტანაში დასახმარებელად გარანტიები მიიღეს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც “ოცნების” გადაწყვეტილებით ბავშვებისთვის მედიკამანტების უზრუნველყოფის საკითხებზე იმუშავებდა და რომელშიც მშობლებიც იქნებოდნენ.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტებს მაქსიმუმ 2 თვის ვადაში ელოდებოდნენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...