მთავარისიახლეებისაზოგადოებააქ დებილი არავინაა - ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

Published on

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ძალოვანების შესახებ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, აქციებზე უამრავ ადამიანს სცემეს, კადრშიც კარგად ჩანს და მხოლოდ ორი მათგანის დაკავება არაფერს ნიშნავს.

მინდა გამოვეხმაურო პროკურატურას. აქ დებილი არავინაა. მარტო მე არ ვუცემივარ აქციაზე სპეცრაზმს. უამრავ ხალხს სცემეს. კადრში ჩანს უამრავი ადამიანი. დააკავეს 2 და დახურულად როგორ გამოაცხადეს საქმე. მე 27 წუთი ვიყავი თავდასხმის ობიექტი. მე მეორე დღესვე დავასახელე თავდამსხმელები. მოვყევი რას მთხოვდა ეს ხალხი და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემზე თავდასხმას. ვიღაცის ჩვენება ჩვენებაა და ჩემი არა?, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე.

შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...