მთავარისიახლეებისამართალიგანზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის გამო ხაშურელ კაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

განზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის გამო ხაშურელ კაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

Published on

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედის მიმართ იძალადა, შემდეგ კი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა იგი.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ) და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა”,
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” | ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...