მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა - გახსოვდეს შენი ისტორია

სოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა – გახსოვდეს შენი ისტორია

Published on

სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზურმა საინფორმაციო საშუალებებმა შესაბამისი ფოტოები გამოაქვეყნეს: ე.წ. სახელმწიფო მოხელეები მემორიალთან, დამწუხრებული სახეებით. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ისინი არა გამარჯვებული, არამედ დამარცხებული შეტევის მსხვერპლთა მემორიალის წინაშე იდგნენ.

ვინც არ იცის, შევახსენოთ, რომ 1993 წლის 1516 მარტს გუმისთაზე გაიმართა ქართული და რუსეთისგან მართული აფხაზური შენაერთების ყველაზე მასშტაბური შეტაკება, რომელიც 15 მარტს, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლითა და გუმისთის გადმოლახვით დაიწყო. ამ ბრძოლის დროს ქართულმა მხარემ ჯამში ასზე მეტი, მტერმა კი 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, დაჭრილთა რიცხვმა მათი მხრიდან 1.200-ს გადააჭარბა.

მოწინააღმდეგემ შემოჭრა სცადა აჩადარადან, ქვემო ეშერადან და გუმისთვიდან, თუმცა,. ქართველთა მხრიდან გააფთრებული წინააღმდეგობის შედეგად, უკვე 16 მარტს დღის პირველი ნახევრისკენ, მოწინააღმდეგეებმა უკან დაიხიეს და ქართველებმა დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ქართულმა არტილერიამ ითამაშა, ამიტომაც, 15 მარტი საქართველოს არტილერიის დღედაა დაწესებული.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...