“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით პასუხობს.
პაპუაშვილის თქმით, მათგან ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის.
მისივე თქმით, პრობლემა ის კი არ არის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ “ითხოვენ პოლიტიკური დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები.“
„ლელოს რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათგან ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ეს არის მთავარი პრობლემა, არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკური დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები.
მათ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს თავიანთ თავს მაშინ, როდესაც არ აღიარეს ქართველი ხალხის ნება არჩევნებზე და იქცნენ პირდაპირი იარაღი უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ასე, რომ მათთან სალაპარაკო არაფერია. მთავარი პრობლემა ის არის, რომმ ისინი ვაჭრობენ ადამიანებით და ვაჭრობენ დემოკრატიით” – თქვა პაპუაშვილმა.
გუშინ, 15 მარტს, პარტია „ძლიერი საქართველო – ლელომ” განაცხადა, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა” და დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის.