მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

Published on

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა 15 მარტის ღამის შეტევა კომბინირებული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო ამ ომის განმავლობაში.

რუსეთმა 460 დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა დაუშინა უკრაინას. სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი. რუსეთმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ტიპის რაკეტა, მათ შორის პუტინის მიერ გაპიარებული უახლესი რაკეტები და უპილოტო მფრინავი საშუალებები!

უკრაინამ ჩამოაგდო: 1 – “Аналогов нет” “ცირკონის” რაკეტა; 7 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ” М/С 400 25 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” 24 ფრთოსანი რაკეტა Х-101 1 ახალი თაობის, მაღალი სიზუსტის, “სტელსის” ტიპის ჰაერი-მიწა კლასის ფრთოსანი რაკეტა, Х-59/69 402 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

წარმოდგენაც კი ძნელია რუსების ამ ბარბაროსული თავდასხმის შედეგად რა დაემართებოდა კიევს და იქ მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ასე რომ არ ევაჟკაცა! ფაქტია, რომ რუსების მიზანი იყო დედაქალაქის განადგურება და მოსახლეობის დატერორება! პუტინს სურდა ამ გზით ეიძულებინა უკრაინის მთავრობა დათანხმებოდა მის პირობებს და კაპიტულაცია გამოეცხადებინა! მაგრამ უკრაინამ შეძლო მოკავშირეების დახმარებით ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის შექმნა, რომელმაც გაანეიტრალა რუსების ყველა მცდელობა!

სხვათა შორის უკრაინა ამ საქმეში იყენებს არამხოლოდ მოკავშირეების მიერ მიცემულ იარაღს. უკრაინა უკვე მასობრივად აწარმოებს იაფიან და ეფექტურ უპილოტო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის აპარატებს, რომლებიც განსაკუთრებით წარმტებულად მოქმედებენ რუსული უპილოტო საფრენის საშუალებების წინააღმდეგ. ამ საქმეში უკრაინამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ყველაზე ძლიერი ჰაერსაწინააღდდეგო ფარის მქონე, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი, ნათანიახუ დაუკავშირდა ზელენსკის, უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო დრონების სასწრაფოდ შესასყიდად და მიიწვია უკრაინელი სპეციალისტები ირანული უპილოტო თვითმფრინავების “შაჰედებისაგან”, ისრაელის ცის დასაცავად !

სხვათა შორის, გუშინვე უკრაინის სამხრეთის მიმართულების სადლობამ დაადასტურა, რომ თებერვლის ბოლოს დაწყებული კონტრშეტევების შედეგად, უკრაინამ ფატობრივად გაწმინდა ოკუპანტებისგან დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკის) და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიები და გაანთავისუფლა ათობით დასახლებული პუნქტი. მარტო ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თებერვლის შემდეგ 400 კვ. კმ- ზე მეტ უკრაინულ ტერიტორიაზე დაიბრუნეს კონტროლი.

 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...