სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.