მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე - აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

Published on

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე – ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, უპილოტოები შენიშნეს ასევე ადლერშიც, რის გამოც ჩაკეტილი იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ფსოუზე.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა ოჩამჩირეში, სადაც დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა და დააზიანა. აფხაზურმა და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა ფოტოებიც გამოაქვეყნეს. საგანგებო სიტუაციების მარიონეტულმა სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ ნახავდნენ დრონის ნამსხვრევებს, არ მიახლოებოდნენ მათ და შეეტყობინებინათ სამართალდამცველებისთვის. 

ამავდროულად, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიფრინავს ზღვის მხარეს უპილოტო საფრენი აპარატი და სავარაუდოდ, ფეთქდება. როგორვ გაირკვა, ეს გულრიფშის რაიონის სოფელი ფშაფი აღმოჩნდა. ეს სოფელი სოხუმის აეროპრტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ასე რომ, შეიძლება ვარაუდი: დრონების ინტერესის ობიექტი სოხუმის აეროპორტი იყო. 

ამ ეტაპზე შეზღუდვა მოხსნილია ფსოუზე და სეპარატისტთა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. 

მეტი ამბები უფრო ოპერატიულად და მუდმივი განახლების რეჟიმში ქვეყნდება ჩვენს ტელეგრამ-არხზე: https://t.me/zgdtvo

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...