მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ - აფხაზური მხარე

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

Published on

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 მარტის ღამეს აფხაზეთის თავზე 30-მდე უსა (უპოლოტო საფრენი აპარატი) დაფრინავდა. მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ჩამოაგდეს, ნამსხვრევები კი 11 დასახლებულ პუნქტშია აღმოჩენილი. 

გუმბამ დაამატა, რომ აფხაზურის ჰსთ სისტემები ბოლო პერიოდში 5-6 უსა-ს აგდებდნენ, მაგრამ ინფორმაცია არ ხმაურდებოდა, რათა მოსახლეობა პანიკაში არ ჩავარდნილიყო. 5 მარტის ღამეს, მისივე თქმით, სამიზნე აფხაზეთში მდებარე ობიექტები არ ყოფილა, მაგრამ არაა გამორიცხული, საჰაერო სივრცე დაზვერვისთვის გამოეყენებინათ. 

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...