მთავარისიახლეებიუნგრეთი "პოტენციური უკრაინული საფრთხისგან" თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

Published on

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” დაიცვას.

გადაწყვეტილება უკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს, რომელიც უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.

27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, “დრუჟბას” მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით, მიმდინარეობის მილსადენის აღდგენის სამუშაოები.

უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.

“ვხედავ, რომ უკრაინა ამზადებს შემდეგ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს უნგრეთის ენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფერხებას. მე გავეცი ბრძანება კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების შესახებ.”

უნგრეთი გეგმავს ჯარისა და ტექნიკის განთავსებას მნიშვნელოვან ობიექტებთან, ხოლო პოლიცია გააძლიერებს პატრულირებას ელექტროსადგურებთან, სადისტრიბუციო სადგურებთან და კონტროლის ცენტრებთან.

“დრუჟბას” მილსადენის მუშაობის შეფერხების გამო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ და ასევე იმუქრებიან ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტით.

ამასთან ერთად, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.

სიახლეები

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...

ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

25 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს,...