მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.

„2026 წლის 26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების – „იმედის“ და „POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება.

აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიასაშუალებები თანაბრად თავისუფალ სივრცეში არსებობენ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

სიახლეები

ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი...