მთავარისიახლეებისასახლის ღობის საქმე - საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

Published on

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდების მხარე დღეს 10 მოწმეს წარადგენს, რომელთა შორის ექსპერტები და ასევე, ის პოლიციელები არიან, რომლებიც 4 ოქტომბერს სასახლესთან იმყოფებოდნენ.

პროცესზე ასევე გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს თავიდან, რადგან უფლებადამცველების თქმით, ის დისკები, სადაც ბრალდებულების სახელები და გვარები ეწერა, ბრალდების მხარემ ვერ აღმოჩინა, შესაბამისად, მათ მოითხოვეს დრო.

დაიწყეს ვიდეო მასალის გამოკვლევით, რომელზეც პროკურორმა თქვა, რომ ვერ ნახა ის ბრალდებულები, რომლების ფაილზეც ეწერასახელები და გვარები , ეს იქნება პირველი. შემდეგ, როგორც ჩემთვის ცნობილია, გავაგრძელებთ ექსპერტიზების გამოკვლევას და ჩილაჩავას საქმეზე იქნება ექსპერტი. რაც შეეხება საპროცესო შემოტავაზებას, არც გვქონია და ჩილაჩავას პოზიცია ზუსტად ვიცი, რომ ის არც დათანხმდება, რადგან მას დანაშაულებრივი ქმედება რ აჩაუდენია, – ამბობს ჯემალ ჭკადუა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...