ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დაკავებულ პოეტს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა – რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.