მთავარისიახლეებიოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებით მუხლები სისხლის სამართლის კოდექსს ემატება.

 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს [სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები] დამამძიმებელ გარემოებად ემატება კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა;

“გთავაზობთ, რომ 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ან ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ამ მოტივით ჩადენილი, სასამართლოში როდესაც დადასტურდება შესაბამისი მტკიცების სტანდარტით, რომ ჩადენილია ამ მოტივით დანაშაული, სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახით…” თქვა კომიტეტზე არჩილ გორდულაძემ

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...