მთავარისიახლეებისამართალინარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, “ბუპრენორფინი” და ნარკოტიკული საშუალების შემცველი 81 აბი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული” – წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში შეაჩერეს, “რა დროსაც მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელსა და სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომობილს”. უწყების ინფორმაციით, პოლიციელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

“დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იგი ბრალდებულის სახით დააკავეს,  ხოლო ერთ-ერთი ადგილიდან მის მიერ რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს” – ცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...