მთავარისიახლეებისაზოგადოებადავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა - შსს

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

Published on

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს.

“საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს” – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...