მთავარისიახლეებიკულტურასიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

Published on

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ “აქ მოსულ ბატონებს ვერ გაურჩევიათ განსხვავება დისკუსიასა და დებატებს შორის”, რასაც მოგვიანებით ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დებატები და დისკუსია, თვისობრივად, ერთი და იგივეა, რაზეც სიმონ ჯანაშიამ ასეთი პასუხი გასცა: “არა, ასე არ არის: დისკუსიის მიზანია, რომ ადამიანები გაერკვნენ საკითხში და დებატების მიზანია, რომ მოიგო. ეს თუ არ იცით, მეცხრე-მეათე კლასს იქეთ არ გცოდნიათ…”. 

ამავე დროს, სიმონ ჯანაშიამ იმ კონტექსტზეც ისაუბრა, რაც ახლავს განათლების რეფორმაზე საუბარს სტუდიაში:

„როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ კონტექსტი, რომელშიც ეს რეფორმა ხორციელდება, მერე უნდა გადავიდეთ რეფორმის მიზნებზე და მერე უნდა გადავიდეთ საშუალებებზე. ერთი ფაკულტეტი და ასე შემდეგ არის საშუალებები. იმ კონტექსტში, როცა ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც არიან პატიმრები, ამ კონტექსტში ვსაუბრობთ იმაზე რა ჯობია, ამ კონტექსტში ახორციელებენ ეს ბატონები ამ რეფორმას“, – მან ის სტუდენტები, მასწავლებლები და ხელოვანები ფოტოების თანხლებით ჩამოთვალა, რომლებიც პატიმრები არიან, შემდეგ კი ფოტოები მათვე გადასცა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...