მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ დასაშინებლად კარავში შეუვარდნენ

პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ დასაშინებლად კარავში შეუვარდნენ

Published on

პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ ღამით, როდესაც ის კარავში იმყოფებოდა, სამი ახალგაზრდა მივიდა მის დასაშინებლად. აქტივისტის თქმით, ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს.

როგორც ცხვიტარია ამბობს, უცნობმა პირებმა მისგან 5 ლარი და კიდევ რაღაც თეთრები წაიღეს.

“პოლიცია მოვიდა, განარიდეს, ოქმიც დაწერს. ფული ამოიღო5 ლარი და რაღაც კაპიკები, ასეთ ნაძირლებს უშვებენ აქ”- ამბობს ცხვიტარია.

ღამის სამ საათზე მოვიდნენ პირველი მოსვლა. სამი ახალგაზრდა იყო. ჯერ იგინებოდნენ, მერე დილით მოვიდა ერთი ადამიანი. ჯერ თქვა, რატომ ზიხართ აქ, რას აკეთებთო, მე ვუთხარი, საქართველოში რომ ცხოვრობ, უნდა იცოდეთქო – არ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა და მერე რუსეთის მონობას გვთავაზობს-თქო და კი უნდა იცოდე, რისთვსი ვზივართ-თქო და შენც უნდა იდგე აქ-თქო და… ახ, ნაცები გინდათო, მიშა სააკაშვილიო. 2008 წელს აგვისტოს ომში რუსებმა მოგიკლათ ძმა და მიშა სააკაშვილი რა შუაშია-თქო? ნაცები არასდროს არ მოვლენო იძახდა… ნუ ეტყობა დასაშინებლად მოვიდნენ. საუბრობდნენ, რომ აქ არ უნდა ვიყოთ და ბიძინა ღმერთია მათთვის. თუ გონიათ, რომ შემაშინებენ, ვერ შემაშინებენ. პოლიცია მოვიდა, განარიდეს, ოქმიც დაწერს. ფული ამოიღო5 ლარი და რაღაც კაპიკები, ასეთ ნაძირლებს უშვებენ აქ”, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...