მთავარისიახლეებიმეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

Published on

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ უჩუმბეგაშვილი ვარაუდობს, რომ ორშაბათიდან კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება.

უჩუმბეგაშვილის მტკიცებით, კვერცხზე ფასის მატება იანვარში ბაზარზე მარცვლეულის დეფიციტმა გამოიწვია, რამაც ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი გაზარდა.

დაახლოებით შემცირდება 5 % -ით მწარმოებლისგან შემცირებული ფასები უკვე ორშაბათიდან გავა, ქსელებს და პარტნიორებს დღესვე გავაფრთხილებთ, ჩვენიდან ორშაბათიდან ახალი ფასით გავა, მაგრამ დახლზე ექნებათ ძველი ნაშთები და ან ამოყიდიან და ან ახალი ფასებით გავლენ. ან დეკემბრის ფასი იქნება, ან უფრო იაფი გამოვა. იანვარში ფასმა მოიმატა იმასთან დაკავშირებით, რომ მარცვლეულზე იყო ცუდი სიტუაცია, რუსეთიდან არ შემოდიოდა და ადგილობრივ ბაზარზე მოიმატა, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

ბიზნესმენების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას კობახიძესთან მოლაპარაკების შედეგს უკავშირებს. მეფრინველეობა “კუმისის“ დირექტორი, გოგიტა მაისურაძე ამბობს, რომ ეს ნაბიჯები სოციალური ფონის გათვალისწინებამ და პრემიერის ინიციატივამ გადაადგმევინათ.

ეს ნაბიჯი ორმა რაღაცამ გადაგვადგმევინა, იმ მოლოდინებმა, რომლებიც სამთავრობო სტრუქტურებთან მუშაობის დროს გამოიკვეთა, რომ უახლოეს პერიოდში რაღაც შედეგები გვექნება და პლუს სოციალური ფონის გათვალისწინებით და პრემიერის ინიციატივით. ჩვენ რაც შეგვეძლო მოვაკელით და კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან კარგი, დადებითი და კეთილსაიმედო მოლოდინები, რომ სხვა მიამრთულებითაც გადაიდგმება ნაბიჯები. შესაძლოა, ფასი მერყეობდეს, რომელიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცაღა, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და შევხედოთ, – განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.

დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა – „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება”, – ნათქვამია კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...