მთავარისიახლეებისაზოგადოებათსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Published on

განათლება საფრთხეშია! – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან სტუდენტები, ლექტორები და განათლების ექსპერტები.

მათი თქმით, “ქართული ოცნების” განათლების მინისტრის მიერ გამოცხადებული 2 უნივერსიტეტის გაერთიანება (თსუ და სტუ) პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც ჩანს, აღარ შეიცვლება.

ფაქტია, რომ განაცხადეს ძალიან ღიად, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს არ შეცვლიან. ანუ შეხვედრებს რეალურად აზრი არ აქვს. რატომ? – იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ვერ ვთანხმდებით, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება და ზოგადად უნივერსიტეტის ცხოვრება, ეს არის აკადემიური თავისუფლების ნაწილი და მასში ჩარევა ნიშნავს ამ თავისუფლების შეზღუდვას. ეს არის ტოტალური მმართველობის დამყარება საგანმანათლებლო სივრცეებზე და ეს არის მთავარი მიზანი, არა მხოლოდ ამ კანონის, არამედ ზოგადად განათლების რეფორმის, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ველოდებით იმას, როდის გადადგამენ შემდეგ ნაბიჯს იმიტომ, რომ მე მჯერა, რომ ეს არის საწყისი,” – განაცხადა ვანო წერეთელმა.

ერთ-ერთი პროფესორის თქმით, ახლა რაიმის შეცვლა შეიძლება მხოლოდ ხმამაღალი, ერთხმიანი შეძახილით, რომ საზოგადოება ეწინააღმდეგება “ოცნების” გადაწყვეტილებას.

ჯერ რომ სენატი ჩატარებულიყო, შემდგარიყო ოქმი, სადაც პოზიცია იქნებოდა ჩამოყალიბებული და შემდგომ მივსულიყავით სამინისტროში, რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, ამას რა თქმა უნდა აზრი ექნებოდა, მაგრამ დღეს, ჯერ მიდიხარ სამსჯელოდ და მერე, ხვალ, უნდა გაიმართოს სენატი, ჩემთვის ცოტა უცნაურია.

მოლოდინი არაფერი არ გვაქვს, მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ამის შეცვლა მხოლოდ შეიძლება ხმამაღალი და ერთხმიანი შეძახილით, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას. მე სხვა გზას ვერ ნამდვილად ვერ ვხედავ,” – თქვა თინათინ მაჭარაშვილმა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...