მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჯვარსკის" პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Published on

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის” დედას დადგენილება წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გააცნეს. 65 წლის მანანა ლიპარტელიანს 10 წლიანი ციხე ემუქრება.

გამოძიება ამტკიცებს, რომ პენსიონერი შვილის დავალებით კრიმინალურ ავტორიტეტებს სისტემატურად ეკონტაქტებოდა. ანალოგიური ბრალდებით დაკავებულია “ჯვარკის” ძმაც, ავაზ ხონელიძე.

საქმეში ფიგურირებენ ე.წ. შავი სამყაროს წევრები: “ბალუ” და “ყაჩანიჩი”.

“ჯვარსკის” ოჯახის წევრების ადვოაკტი ამბობს, რომ მას საქმის მასალები არ გადასცემია. რაც შეეხება დაკავებულთა პოზიციას, ისინი პოზიციას აფიქსირებენ ბრალთან დაკავშირებით.

ფარულ ჩანაწერებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ისმის, რომ ავაზ ხონელიძეს სასჯელაღსრულების დაწსებულებიდან, პატიმრები უკავშირდებიან და აწვდიან ინფორმაციას, რომ ვინც “ჯვარსკის” ცუდად მოიხსენიბებს, ყვალას ფიზიკურად უსწორდებიან. ჩანაწერის ამ ნაწილში არ ჩანს, რას პასუხობს რევაზ უბილავას ძმა ზარის ავტორს.

რაც შეეხება 65 წლის ქალს, შს სამინისტროს მიერ გავრცლებული აუდიო-მასალის თანახმად, მანანა ლიპარტელიანს სავარაუდოდ 2 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ურეკავს. ისინი დედას აწვდიან ინფორმაციას, რომ შვილზე არ უნდა ინერვიულოს, რომელიც წლებია, სასჯელს იხდის.

ბრალი წაყენებული აქვს მხარდაჭერისთვის. მიუხედავად მიმართვისა, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადმოგვცემია. საქმე მოცულობითია და იქამდე ვიდრე მტკიცებულებების ნაწილზე მაინც სიღრმისეული წვდომა არ გვექნება, დაცვის მხარის ხედვას “- თქვა ადვოკატმა ლექსო არქანიამ.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკის” დედაც და ძმაც. გამოძიების ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

 

ტვ პირველი

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ...