მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

Published on

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ – ამის შესახებ “ოცნების” განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც გაბისონიამ თქვა, აღნიშნული ჯერჯერობით მხოლოდ მიმდინარე წელს ეხება – “სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით”.

ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სამი სავალდებულო წესით, დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს და ამით თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. მათ შეეძლებათ პროფესიული პროგრამა შემოხაზონ. სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ წელს ეს გადაწყვეტილება შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია. არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.

არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით“. გასაგებია, რომ იმ უნივერსიტეტს და პროგრამას, რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს”, – განაცხადა გაბისონიამ.

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...