მთავარისიახლეებისაზოგადოებაქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

Published on

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინასთვის ციხეში შესაბამისი სამედიცინო კვლების ჩატარებას, ისინი აღნიშნავენ, რომ ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერს გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდებათ.

თეონა ჭალიძის თქმით, ქალი პოლიტიკოსების მთავარი მოთხოვნაა ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინას უფლებები დაცული იყოს.

„მოვითხოვთ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი პატარიძესთან, ასევე სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელთან, მალხაზ ურთქმელიძესთან შეხვედრას. საქმე ეხება ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის საკითხს, რომელსაც ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ. გვაქვს კონკრეტული საკითხები, რაზეც ამ შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ, მათ შორის ისეთი საკითხები, რაზეც ჯერ საჯაროდ არ გვისაუბრია”, – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერის და სოლიდარობის მიზნით 18:00 საათზე პენიტენციურ სამსახურთან აქციასაც გამართავენ.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...