მთავარისიახლეებისაზოგადოებაგივი თარგამაძემ საპატიმრო დღეს დილით დატოვა

გივი თარგამაძემ საპატიმრო დღეს დილით დატოვა

Published on

ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები – საფრთხეების გამო არ ბრძოლა, არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ გააკეთა, რომელმაც რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ის შვიდი თვის განმავლობაში ობობას ელაპარაკებოდა, ახლა ადამიანებს დაელაპარაკება, გაერკვევა, რა და როგორ ხდება და კონსულტაციებში ჩაერთვება.

თარგამაძის შეფასებით, რეჟიმი ბევრად მოწყვლადია.

“ვინაიდან წლების განმავლობაში მქონდა შანსი, რომ რუსულ ან ბელორუსულ ციხეში მოვხვედრილიყავი, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. აქაურობა შედარება არ არის. ამიტომ ყველაფერი ვქენი იმისთვის, რომ ფიზიკურად და მორალურადაც უკეთესს ფორმაში ვყოფილიყავი.

არც ერთ პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. შვიდი თვე ობობას ველაპარაკებოდი. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი, ზუსტად რა და როგორ ხდება.

პატიმრობა თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია. მარტივი არ არის, რთულია – ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიც არის. საბედნიეროდ, ეს ფასი, რასაც ახლა ვიხდით, გამოუსწორებელი არ არის. 1-წლიანი, 2-წლიანი თუ რამდენიმე თვიანი პატიმრობა არის ფასი. ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება. თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი ავტომატურად მაშინვე აიწევს და იმ ნიშნულზე აიწევს, რასაც ირანსა და უკრაინაში ვაკვირდებით. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, ეს ფასი გადასახდელია. რაღაცა საფრთხეების გამო არ ბრძოლა, არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის – კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო შეუფარდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2-წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...