მთავარისიახლეებიგიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

Published on

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა.

ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გამარჯვების რწმენა იმდენად დიდია, ციხეში არცერთი დღე არ გასჭირვებია.

“ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი. […] მინდა, მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

[…] მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო არ დაიჭერენ. შვიდი თვე რთული იყო, განსაკუთრებით როცა ოჯახს, შვილებს და მეუღლეს შორდები, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია“

[…] ყველა პატიმარს მინდა თავისუფლება ვუსურვო. უდიდესი პატივისცემა რეჟიმის ყველა პატიმარს.

[…] თითქოს ისე არის, მოიხადოს ბოდიში და… მაგრამ ისეთი თავისუფლების სხივი გამოდის ამ საპატიმრო დაწესებულებებიდან, ბოდიში რაზე უნდა მოიხადოს ამ ხალხმა? რომ სამშობლო უყვარს და ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა?

ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, ხალხნო. დაგვძაბეს, დაგვზაფრეს, წაგვკიდეს ერთმანეთს. არ მინდა ეს, მინდა, რომ ერთად, ნორმალურად ვიცხოვროთ. გვაქვს განსხვავებული აზრი, კი, ბატონო, ვიკამათოთ, მაგრამ იმაზე, ვინ მეტ ინვესტიციას შემოიტანს, ვინ უკეთეს დემოკრატიას ააშენებს…” – თქვა ვაშაძემ.

24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...