მთავარისიახლეებისასახლის ღობის საქმე - მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი დასრულდა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულებისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას, პროკურატურა კი, პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღეს, პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს. ამასთან, განიხილეს ვიდეო-ჩანაწერები და წერილობითი მტკიცებულებები.

სხდომას არ ესწრებოდა მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე. პროცესზე არ იყო არც ირაკლი შაიშმელაშვილი (ის ქვეყანაში არ იმყოფება. სასამართლო მას დისტანციურად ჩართვის საშუალებას არ აძლევს).

სიახლეები

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას...