მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი - TI

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვებთან და პარტიული შემოწირულობებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 271 ტენდერი. 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა. ორგანიზაციის ცნობითვე, იმ კომპანიებმა, რომლებშიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან 7 736 986 ლარი მიიღეს. ამასთან, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, იმ კომპანიებმა, რომლებშიც “ოცნების“ მოქმედი დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ 465 900 569 ლარი მიიღეს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი. აქედან: – 66 500 ლარი “ნაციონალურ მოძრაობას“, 39 000 ლარი – “ხალხის ძალას“, ხოლო 2 633 086 ლარი “ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

“კვლევა საჯაროდ არსებულ წყაროებს ეყრდნობა. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები.

87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს – 17.

საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს: – ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი; შოთა ბერეკაშვილი 4 712 134,18 ლარი; გიორგი ჭყონია – 4 373 744,02 ლარი; ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი; გიორგი ბარვენაშვილი 1 033 008,48 ლარი; ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული).

ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია). 5-ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები: ვასილ ჩიგოგიძე – 21; გიორგი ჭყონია – 20; გიორგი ბარვენაშვილი – 11; ბეჟან წაქაძე – 8; ზაალ დუგლაძე – 7; გიორგი ხახუბია – 6; ირაკლი კირცხალია – 6“, – ვკითხულობთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ კვლევაში.

რაც შეეხება დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობას ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში, კვლევის თანახმად, 7 კომპანიას რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, 271 ტენდერი (465,900,569 ლარი) აქვს მოგებული. 13 კომპანიას – მიღებული აქვს 301 გამარტივებული შესყიდვა, (7 736 986 ლარი).

“საერთაშორისო“ გამჭვირვალობა აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებიდან ორმა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას “ერთიან ნაციონალ მოძრაობას“ შესწირეს თანხა. კერძოდ, გოჩა ენუქიძემ – 60 000 ლარი, ანზორ ბოლქვაძემ – 6 500 ლარი. ხოლო პარტია “ხალხის ძალას“ ორმა დეპუტატმა შესწირა თანხა. კერძოდ ვიქტორ ჯაფარიძემ – 38 000 ლარი და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...

საიამ რუსეთის წინააღმდეგ ქართველი სამხედროების საჩივრებზე სტრასბურგში პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს...