მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

Published on

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ახლა მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს“, რომ ევროპამ კონცენტრირება უკრაინაზე მოახდინოს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მუშაობს.

„ევროპა დიალოგსა და გამოსავლის მოძებნას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ერთად და სასწრაფოდ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „სულ უფრო მეტად უკანონობით მოცულ მსოფლიოში ევროპას საკუთარი ძალაუფლების ბერკეტები სჭირდება“.

„ჩვენ ისინი ვიცით: ძლიერი ეკონომიკა, წარმატებული ერთიანი ბაზარი და სამრეწველო ბაზა, ძლიერი ინოვაციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ერთიანი საზოგადოება და პირველ რიგში, საკუთარი თავის დაცვის ნამდვილი შესაძლებლობა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...