მთავარისიახლეებისაზოგადოება„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

Published on

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი შიმშილობის დაწყებას აანონსებს. წულეისკირი ამტკიცებს, რომ მას დაზარალებულებისთვის კუთვნილი ფულის დაბრუნების საშუალებას ხელისუფლება უზღუდავს:

წულეისკირმა გადაწყვიტა, შიმშილობა დაიწყოს. მისი მოტივიაცია ასეთია: მე მინდა, დავაკმაყოფილო დაზარალებულები, ამაში კი სახელმწიფო ხელს არ მიწყობს. ითხოვს, სახელწმიფო ჩაერიოს დაზარალებულებთან მოლაპარაკებებში და მისი უძრავი ქონებები, ან პირდაპირი გაცვლის წესით, ან რეალიზაციის წესით, დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდეს”- განაცხადა ადვოკატმა.

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ დააკავეს სფერო ინვესტის დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძე.

პროკურატურის ცნობით, “ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს”.

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება,...