მთავარისიახლეებიგაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

Published on

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება – 40.4%-ით გაზარდეს.

კომპანია მონაცემებს Telegram-ზე აქვეყნებს და წერს, რომ გაზპრომმა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით გაზარდა.

კომპანია აღნიშნავს, რომ “განაგრძობს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას”.

ამასთან, მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს გაზპრომმა ისტორიაში პირველად ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გაზპრომმა ჩინეთს 38.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 24.8%-ით მეტია.

შედეგად, გაზპრომი წერს, რომ კომპანიამ ჩინეთში ექსპორტირებული მილსადენური გაზის მოცულობით ევროპული შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (თურქეთის ჩათვლით) მიწოდებულ საერთო რაოდენობას გადააჭარმა.

რუსული ენერგოკომპანია გაზპრომი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება – ის სანქცირებულია როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...