მთავარისიახლეებიკულტურაჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს - პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

Published on

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა დაეტოვებინა. 
პედაგოგი ამბობს, რომ მას არ სურს, ავტორიტეტშელახულმა გააგრძელოს ცხოვრება, ამიტომ განათლების სამინისტროს მიმართავს, რათა შსს-მ გამოიძიოს, ვინ ჩაიწერა და გაავრცელა პირადი ცხოვრების მასალები.
აი, როგორ იხსენებს ამ პროცესსა და თანმდევ მოვლენებს თავად პედაგოგი: 
            
“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სავარაუდო გავრცელების შესახებ მაცნობეს პოლიციიდან, მე გამოვცხადდი, რასაკვირველია, პოლიციაში, ვინაიდან და რადგანაც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის მძიმე დანაშაული, მე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო გავრცელების ფაქტი თუკი ნამდვილად დადასტურდებოდა, სავარაუდო გამავრცელებლებიც უნდა დასჯილიყვნენ. პროკურატურას გონივრული ვადა უკვე ჰქონდა იმისათვის, რომ 10 დეკემბრიდან დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა…
მე რატომღაც ველოდი, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები გარკვეულ ემპათიას გამოხატავდნენ დაზარალებული პედაგოგის მიმართ, თუმცა დაზარალებულის სტატუსი დღემდე არა მაქვს მიღებული, მოწმის სტატუსით ვარ დაკითხული პოლიციასა და პროკურატურაში.
ამას მოჰყვა სკოლაში დაშინება, ბულინგი, ზეწოლა. თუკი მსგავსი კადრები გავრცელდა, ეს ხელს შეუშლის სკოლაში შენს საქმიანობას, შესაძლოა ადგილი ჰქონდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს, ამიტომ შენ უნდა დაწერო განცხადება და წახვიდე სამსახურიდანო” , – ამბობს ფოთელი პედაგოგი, იგორ კეკელია TV პირველთან საუბრისას.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...