მთავარისიახლეები41 ნაბიჯი რუსეთისკენ - ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი - TI

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯების მიზანი ქვეყნის ევროპასთან დაშორება იყო.

“ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები:

1. გააყალბა და რეალურად არ გამოიძია 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები.

2. პარლამენტი შეიკრიბა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით.

3. დაარბია და აწამა მშვიდობიანი დემონსტრატები, მათ წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, არ დასაჯა უკანონო ბრძანების გამცემი და ამ ბრძანების შემსრულებელი პირები.

4. საქართველოში გაჩდნენ სინდისის პატიმრები.

5. საქართველოში ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით და იმავდროულად, მათ მიმართ აღძრულია ახალი საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების მოტივით.

6. ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ნორმა გახდა. კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოში მუშაობა საფრთხის შემცველია. საგამოძიებო უწყებებს არ გამოუძიებიათ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული დევნის და ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

7. მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით და დაიწყო რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

8. მოახდინა მოქალაქეთა შორის სოლიდარობის კრიმინალიზება.

9. შექმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტების და პარტიების განადგურების და აკრძალვის მიზნით.

ანტიდემოკრატიული და თავისუფლების შემზღუდავი კანონები:

10. პარლამენტმა მიიღო კანონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და სტიგმატიზაციის მიზნით.

11. გრანტების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუზღუდა მოქალაქეების დახმარება და ზოგადად მათი საქმიანობა შეუძლებელი გახდა.

12. შეიზღუდა შეკრებების და მანიფესტაციების ჩატარება და მოხდა მიტინგების კრიმინალიზება.

13. დაიწყო დევნა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კრიტიკის გამო, გაჩნდა ცენზურის მცდელობები.

14. გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო.

15. გაუქმდა სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების გარანტიები.

16. მიიღეს მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა.

17. გამარტივდა პოლიტიკური პარტიების გაუქმების წესი.

18. საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა “ქართული ოცნების” სარჩელი 3 მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.

19. გაუქმდა საჯარო მოხელეების გარანტიები და მათი დევნა მარტივი გახდა.

20. ქართულმა ოცნებამ მიიღო ე.წ. ოფშორების კანონი.

21. სასამართლო დარბაზები მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა.

22. პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს აღარ განახორციელებს.

23. “განათლების რეფორმა” ქართულ საგანმანათლებლო სირვცეს ევროპას აშორებს.

24. შეიზღუდა საზოგადოების ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მმართველობის სტრუქტურული ცვლილებები:

25. გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

26. გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

27. უქმდება ანტიკორუფციული ბიურო.

28. უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

29. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო.

30. გაუქმდა დაზვერვის სამსახური

31. პარლამენტში გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭო.

32. გაუქმდა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ.

ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა და რუსულ სივრცეში ინტეგრაცია:

33. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მტრად გამოაცხადეს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები.

34. აშშ-მ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.

35. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა დასავლეთის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე.

36. დასავლური ქვეყნებისგან პერსონალური სანქციები მასშტაბური გახდა.

37. ქართული ოცნების მთავრობა არ მონაწილეობს ევროპულ სტრუქტურებს.

38. შეიქმნა რუსული სტილის ანტიდასავლური პროპაგანდის მანქანა.

39. ქართული ოცნების მთავრობამ განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან.

40. გაიზარდა რუსეთის კაპიტალის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში.

41. რუსეთიდან საქართველოს პორტში შემოვიდა რუსული კომპანიის ნავთობი, რომლის მფლობელი სანქცირებულია. ამჟამად ეს კომპანია “რუსნეფტი” სანქცირებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.”

სიახლეები

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...