მთავარისიახლეებისაზოგადოებაუიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შორის შეხვედრა საღამოს 17:00 საათის შემდეგ დაიწყება. განხილული იქნება უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს წამოჭრილი საკითხები.

კვირას აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ფლორიდაში მოლაპარაკებები გამართეს. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. რუბიომ მოლაპარაკებები სასარგებლო და პროდუქტიული უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...