მთავარისიახლეებისაზოგადოებააქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

Published on

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ეხება სუსში ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას.

ჩემს კურსელ მდინარაძეს მოვენატრე და სუსში დამიბარეს, – წერს ხუნდაძე.

დღესვე სუსში დაიბარეს ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.

BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სიახლეები

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...