მთავარისიახლეებისასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი პატიმრობაში დატოვა

Published on

სასამართლომ პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ პროცესზე ადვოკატების განცხადებების საპასუხოდ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ციხეში ვერ მკურნალობენ განაცხადა – “ექსპერტიზის დასკვნები მოგეტანათ რომ ციხეში ვერ მკურნალობდნენ”.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული: ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭანიძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანაძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მამულაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...