მთავარისიახლეებიმსოფლიო რუსეთის ანაზღაურებადი აგენტია, მას როგორ უნდა ენდო? - კონგრესმენი დონ ბეიკონი

[ვიტკოფი] რუსეთის ანაზღაურებადი აგენტია, მას როგორ უნდა ენდო? – კონგრესმენი დონ ბეიკონი

Published on

რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მდგომი და უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების მხარდამჭერი საზოგადოებისთვის, სრულიად ნათელია, რომ სტივ უიტკოფის პოზიცია მკვეთრად ემთხვევა კრემლის ინტერესებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც აღწერილია ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელსა და პუტინის თანაშემწეს შორის გამართული სატელეფონო საუბრები.

ბეიკონი მიიჩნევს, რომ უიტკოფი მოლაპარაკებების პროცესში საერთოდ არ უნდა ჩართულიყო.

„როგორ შეიძლება, რომ ასეთ საკითხში მას ენდო? რუსი ანაზღაურებადი აგენტის მეტი ამას ვერავინ გააკეთებდა. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ,“ – წერს კონგრესმენი.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ასახავს, რომ სტივ უიტკოფი პუტინის მრჩეველ იური უშაკოვს რეკომენდაციებს აძლევდა, თუ როგორ წარმოეჩინა რუსეთს თავისი „მშვიდობის შეთავაზებები“ დონალდ ტრამპისთვის. გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა უშაკოვისა და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის, საუბარი, სადაც ჩანს, რომ 28-პუნქტიანი „სამშიდობო გეგმა“ რეალურად პუტინის გუნდის მიერ იყო დაპროექტებული და უიტკოფს მასზე პასუხისმგებლობა თითქოს საკუთარი ინიციატივის სახით უნდა აეღო.

რას ურჩევდა ვიტკოფი უშაკოვს – Bloomberg-ის სკანდალური მასალის დეტალები

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...