მთავარისიახლეებისაზოგადოებატრამპი - "სამშვიდობო გეგმა" დაიხვეწა

ტრამპი – “სამშვიდობო გეგმა” დაიხვეწა

Published on

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-ს მიერ მომზადდა, დაიხვეწა, უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, ხოლო არმიის მდივანი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას.

“ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მხრივ (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!). ბოლო თვეში 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ მომზადდა, დაიხვეწა ორივე მხრიდან დამატებითი წვლილებით და უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება. ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, ჩემს სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა დავავალე და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას. შემატყობინებენ ყველა მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სუზი უაილსს.

პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება დასრულებული, ან დასრულების სტადიებში იქნება,” – წერს ტრამპი.

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...