მთავარისიახლეებირუბიო მოლაპარაკებებზე- უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

რუბიო მოლაპარაკებებზე- უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა, თუმცა შეთანხმებამდე კიდევ რამდენიმე საკითხის დამუშავებაა საჭირო – მათ შორის საუბარია ნატოს როლზე.

რუბიომ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხების წრე შეამცირა“, თუმცა მოლაპარაკებებს დამატებითი დრო სჭირდება. მისივე თქმით, დოკუმენტი ყოველდღიურად იცვლება, რადგან „ეს არის სამუშაო, ცოცხალი დოკუმენტი“.

სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ რიგი თემები, რომლებიც ევროკავშირის ან ნატოს კომპეტენციას ეხება, განცალკევებულია, რადგან ამ საკითხებზე ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრაა საჭირო.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებში ახლა ყურადღება მიმართულია ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თემებზე.

შემიძლია გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ, – განაცხადა რუბიომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს შეთანხმების მიღწევას ხუთშაბათისთვის, თუმცა გამორიცხული არაა, რომ პროცესმა მეტი დროც მოითხოვოს.

დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ნამდვილად წინ წავედით… ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამას ძალიან გონივრულ ვადაში, ძალიან მალე მივაღწევთ.
იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი თუ მომდევნო კვირის ორშაბათი – გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღეიდან ამ საკითხთან გამკლავების დრომდე მეტი ადამიანი დაიღუპება, მეტი ნგრევა მოხდება. ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...