მთავარისიახლეებიგთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

Published on

გთხოვთ გახსოვდეთ საქართველო, იქ უკვე 355 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია – ამ სიტყვებით მიმართა მწერალმა, მარიას რესამ, კუალა ლუმპურში შეკრებილ მის მხარდამჭერებს.
მსოფლიოში ცნობილმა მწერალმა აუდიტორიას უამბო მზია ამაღლობელის შესახებ – ქართველი ჟურნალისტის, რომელსაც სასამართლო დარბაზში ლაპარაკი არ შეეძლო და დემონსტრაციულად ასწია წიგნი რომელსაც ეწერა – როგორ დავამარცხოთ დიქტატორი.
საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მარია რესამ თქვა, რის გამო არ წყდება პროტესტი საქართველოში.
გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია ყოველდღიური პროტესტი მიმდინარეობს. ვინ არის აქ საქართველოდან?.. მადლობა. მზია ამაღლობელი არის ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში დააკავეს. მას ლაპარაკი არ შეეძლო [სასამართლოზე], მან უბრალოდ წიგნი ასწია: როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ეს გლობალური ბრძოლაა და ჩვენ ყველანი ამაში ვართ. და რასაც თქვენ აკეთებთ, განსაზღვრავს, გავიმარჯვებთ თუ არა” – განაცხადა მარია რესამ.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...