მთავარისიახლეებიზელენსკი-რუსეთმა 48 რაკეტა და 470-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 9 ადამიანი

ზელენსკი-რუსეთმა 48 რაკეტა და 470-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 9 ადამიანი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 48 რაკეტა და 470-ზე მეტი დრონი გამოიყენა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება ტერნოპილში, სადაც თავდასხმების შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი შენობაა ჩამონგრეული და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ.

“ტერნოპილში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ნგრევაა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ადამიანები იყვნენ. ამ დროისთვის ათობით ადამიანი დაშავდა და, სამწუხაროდ, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ასევე, საღამოს დაიწყო მასშტაბური იერიში ხარკოვის წინააღმდეგ. ქალაქში ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, ტრანსპორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე თავს დაესხნენ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ლვოვის რეგიონში რუსეთის სამიზნედ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები იქცა. დონეცკის რეგიონში ერთი ადამიანი დაშავდა. თავს დაესხნენ კიევის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და დნეპრის ოლქებსაც”. – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ასეთი თავდასხმა იმის დასტურია, რომ რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია.

“ეფექტურ სანქციებსა და უკრაინის დახმარებას ამის შეცვლა შეუძლია. პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დამატებითი სისტემები, ჩვენი საბრძოლო ავიაციის გაფართოებული შესაძლებლობები და დრონების წარმოება სიცოცხლის დასაცავად. რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის ქმედებებზე და ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები ყველაფერზე, რაც გვაძლიერებს და საშუალებას გვაძლევს, ჩამოვაგდოთ რუსული რაკეტები, გავანეიტრალოთ რუსული დრონები და შევაჩეროთ თავდასხმები. მადლობა მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს, ვინც გვეხმარება”. – წერს ზელენსკი.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...