მთავარისიახლეებირუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ და რუსეთი ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-Axios

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ და რუსეთი ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-Axios

Published on

აშშ-ს და რუსეთის ოფიციალური პირებმა Axios-ს უყვებიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ვაშინგტონი და მოსკოვი დახურულ კარს მიღმა ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და რუსეთის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ახალი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დეტალურად განიხილეს.

დმიტრიევმა Axios-თან ინტერვიუში გეგმა ოპტიმისტურად დაახასიათა და აღნიშნა, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, “ვგრძნობთ, რომ რუსეთის პოზიცია ნამდვილად ისმის”.

გამოცემა წერს, რომ სამშვიდობო გეგმა ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოება ევროპაში, უსაფრთხოების გარანტიები და აშშ-ს ურთიერთობები კიევსა და მოსკოვთან მომავალში.

დმიტრიევის თქმით, ის უიტკოფსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის სხვა მაღალი რანგის წევრებს მაიამიში 24-26 ოქტომბერს შეხვდა.

“ეს სინამდვილეში ბევრად უფრო ფართო ჩარჩოა, რომელიც არსებითად განიხილავს – ‘როგორ შევქმნათ საბოლოოდ ხანგრძლივი უსაფრთხოება ევროპისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის’“ – თქვა დმიტრიევმა.

უკრაინელი ოფიციალური პირების მიხედვით. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა სტივ უიტკოფთან მაიამიში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული სამშვიდობო გეგმა უკვე განიხილა.

Axios-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ თეთრმა სახლმა ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირება უკვე დაიწყო.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...