მთავარისიახლეებიკალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

Published on

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო იყო.

„ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას.

ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა.” – თქვა კალაძემ.

ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა 2022 წლის 15 დეკემბერს.

დღეს კი ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო და ფუნქციები გადაეცემა სახელმწიფო აუდიტს.

“სანამ ეს ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები”. – თქვა ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 12 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...