მთავარისიახლეებიეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

Published on

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას არღვევს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შეკრებების დროს ჩადენილ არაძალადობრივ დარღვევებზე არაპროპორციულად გამკაცრებული სასჯელები გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-9, მე-19 21-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგება.

ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცვლილებების მიხედვით, კონკრეტულ არაძალადობრივი დანაშაულების, როგორიცაა სახის ნიღბით დაფარვა, გზის გადაკეტვა და ა.შ. სასჯელის ზომად მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, რაც საერთაშორისო სამართალას ეწინააღმდეგება.

ეუთო/ოდირი ასევე წერს, რომ მსგავსი არაძალადობრივი დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვნების მიმართ გათვალისწინებული 1 -წლიანი სასჯელი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ზომა მხოლოდ უკიდუეს შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები ხშირად ბუნდოვანი ენით ხასიათდება, რაც მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული სასჯელის გამოყენების რისკებს კიდევ უფრო ზრდის

სიახლეები

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...