მთავარისიახლეებიქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

Published on

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ, რაღაც ხელისუფლებასთან შეხვედრები უნდოდა, მერე ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილე იყო ამ ყველაფრის ეუთოს მოქმედი თავჯდომარე.

(…) თავად მივიდა, რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ მეყანწიშვილია თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე.

ის ვიდეო არ ნახეთ? “აბა მასკიანები წამოდით ჩვენთან ოფისში, გადავჯგუფდეთ და შევუტიოთ პრეზიდენტის სასახლეს”, ნახეთ თქვენ ვიდეო, სადაც ქალბატონი მეყანწიშვილი აორგანიზებდა პრეზიდენტის სასახლეზე განმეორებით შტურმს, ამ ადამიანთან მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავჯდომარის მანდატით გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო და ამით მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა მოძალადეები, რომლების პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას აპირებდნენ, მოიწონა რადიკალიზმი და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი ოცმა ადამიანმა, აი, ზუსტად, მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამითი შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის.

ასე, რომ მორალი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე და სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს, პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პრესპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა 50 ადამიანს, რომელიც ქუჩას კეტავენ, აი, ამისი შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში, ასე რომ პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად, მნიშვნელოვანია, მართლწესრიგი იყოს დაცული და კანონი აღსრულებული.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...