მთავარისიახლეებიქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

Published on

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა 

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ სიმსივნე ჰქონდა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ახლობლებმა ალშიბაიას გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყვეს.

უცნობია, სად დაკრძალავენ ქართველ “კანონიერ ქურდს” – საფრანგეთში თუ ზუგდიდში. ალშიბაიას მშობლები და ძმები ცოცხალი აღარ ჰყავს.

ცნობისთვის, კახა ალშიბაიასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არასდროს შეუჩერებიათ. ის საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ალშიბაია სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული “მერსედესი” დახვდა.

ფოტო(ტვ პირველი)

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...