მთავარისიახლეებიკობახიძე-გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

კობახიძე-გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

Published on

ქართული ოცნების მთავრობა “ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე” მუშაობას იწყებს. ეს ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.

კობახიძის მტკიცებით, ეს იქნება “კონკრეტული მგზამკვლევი”, რომლითაც “უზრუნველყოფენ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”.

“გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და სადაც იქნება გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების და ამოცანების შესრულების ვადები. საზოგადოებისთვის მეტი დეტალი ცნობილი გახდება მოგვიანებით. უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც, გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი. ჩვენ გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”- თქვა კობახიძემ.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...