მთავარისიახლეებისაზოგადოებაანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს - მამა დოროთე ყურაშვილი

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

Published on

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის, თანამდებობს უნდა ჩამოშორდნენ, რადგან მათი ქმედებები, მისი შეფასებით, აზიანებს ეკლესიის რეპუტაციას. ამის შესახებ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს.

დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მხრიდან მის მიმართ მიმდინარეობს დაშინებისა და დადუმების მცდელობა, თუმცა აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში „სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება“.

კარგი იქნება, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე, თუ შეეშვებიან ჩემი დაშინების და დადუმების მცდელობას, რადგან რაც უფრო შემეწინააღმდეგებიან, მით უფრო აყვირდება ჭეშმარიტება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს, და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე და დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაანადგურებენ ეკლესიის რეპუტაციას, – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...