მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანას ცდილობს - ბუტიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე

“ოცნება” ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანას ცდილობს – ბუტიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე

Published on

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ “ოცნებამ” რიგი პარტიები ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის მიზნით არ აკრძალა.

ბუტიკაშვილის თქმით, ახლა მთავარია წინდახედული მოქმედება, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის გახლეჩვაზე არ იმუშაოს.

დავინახოთ სხვანაირად, შევხედოთ სხვანაირად. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად საქმე – არიან პარტიები, არიან სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელთა მთავარი ამოცანა არის, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ თუ ერთმანეთის გამხლეჩად ვიმუშავებთ, ამაზე გავაკეთებთ აქცენტირებას, ცხადია, ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამიტომ გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი იმ სამ პარტიაზე რომ აკრძალეს და პატარა პარტიები რომ არ აკრძალეს, რომ ესეც განხეთქილების საკითხად აქციოს. ჩვენ უნდა მოვეშვათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებას”, – აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით “დროას”, “ფედერალისტების” “გირჩი-მეტი თავისუფლების” “გირჩის”, “გახარია – საქართველოსთვის” “სტრატეგია აღმაშენებელის”, ალტ-ინფოს”, “პატრიოტთა ალიანსის” და “ევროპული საქართველოს” აკრძალვას არ ითხოვს.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...