მთავარისიახლეებიმარიამ სიჭინავა 5000 ლარით დაჯარიმეს

მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დაჯარიმეს

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ირაკლი აბშილავა, პარტია დროას წევრს, სამოქალაქო აქტივისტს მარიამ სიჭინავას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლომ განიხილა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს დეტექტივების მიერ 24, 25. 26 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე- 10 ნაწილით შედგენილი ოქმები
მარიამ სიჭინავას სამართალდამცავები მანიფესტიებისა და შეკრებების ადგილას სახის დაფარვას ედავებიან. ოქმის შედგენის დღეებში მარიამ სიჭინავას თქმით მას ჰქონდა ვირუსი და ამიტომ სახის 1 ნაწილი ჰქონდა დაფარული სამედიცინო პირბადით. მას მიაჩნია, რომ პოლიციელების მხრიდან მიმდინარეობს მის მიმართ პოლიტიკური დევნა . სასამართლო დარბაზში და ეზოში სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ “თავისუფლება სასამართლოს” უსამართლო სასამართლო. მათ ასევე ჰქონდათ მოტანილი პლაკატი პირბადეებით.
მარიამ სიჭინავა და მისი მეგობრები 335 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის ევროპული კურსის შეჩერებას, ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციებზე დაკავებული ყველა პილიტპატიმრის გათავისუფლებას

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...