მთავარისიახლეებიუარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას- რუსუდან თევზაძე

უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას- რუსუდან თევზაძე

Published on

რუსუდან თევზაძემ პარტია გახარია საქართველოსთვის დატოვების თაობაზე სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ პარლამენტის მანდატზე უარის თქმა და პარტიის დატოვება მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილებაა მისი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ.

“მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ, პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებთან და მეგობრებთან, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე.

თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას.

ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში, არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის გახარია საქართველოსთვის წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები, ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად და ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე.” წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ გახარია საქართველოსთვის პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...